სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მთავრობისა და ოპოზიციის წარდმომადგენლებს მიმართა, და მოუწოდა ერთმანეთს არა შეურაცხყოფა მიაყენონ, არამედ პატივს სცემდნენ და ერთმანეთი უყვარდეთ. ილია მეორის თქმით, სიხარულს უფრო მძიმედ იტვირთავს ქართველი ხალხი, ვიდრე მწუხარებას. აქვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერის გამოცდა, რომლის უმეტესმა ნაწილმა უარყოფითი მხარე გამოავლინა.