ილია მეორე - გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის - Palitra News

ილია მეორე - გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის

2020-12-17 14:59:02+04:00

არაფერი ხდება ღვთის გარეშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენიც განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში და სულში.