ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ დიდგორის ბრძოლა გაიხსენა და ამ ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა გმირობა წარუშლელია.