გიორგი მამალძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირები 27 ივნისს შევლენ, თუმცა მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, დეკანოზს არ აზიარებენ. პატრიარქის მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულ დეკანოზს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული. მიქაელ ბოტკოველის თქმით, სპეციალური ნებართვის შემდეგ მამა გიორგისთან დეკანოზი დავით შარაშენიძე და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მივლენ და მოისმენენ ინფორმაციას, რომლის გადაცემაც დეკანოზს პატრიარქისთვის სურს.ამასთან, როგორც მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდებში ვერ ჩაუდგება. პატრიარქის მდივნი განმარტავს რომ საეკლესიო წესი სასულიერო პირის თავდებში ჩადგომას კრძალავს.