სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს. „თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას. არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი“- აღნშნულია პატრიარქის მიმართვაში.