თამარ თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსს განუცხადა.
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს ნიუ ჰოსპიტალსში გაიმართება.
შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის საქმეზე ბრალი წარუდგინეს.