"ტაძრის კარი მოწეუმეებისთვის მუდმივად ღია იქნება" - ქვეყანაში შექმნილი ვიტარებიდან გამოდმინარე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს.
მიმართვაში ნათქვამია რომ მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
ამასთან, პატრიარქი მრევლე მოუწოდებს ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დადგენილი დისტანცია, საღვთო ლიტურგიის შესრულებისას კი ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები.
რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მიმართვაში ასევე ნათქვამია რომ ასაკიან და რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებს სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.