სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს. პატრიარქის პირადი ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და გადაადგილებაც უკვე შეუძლია. საავადმყოფოდან მას, სავარაუდოდ კვირის ბოლოს გაწერენ.ექიმი ამბობს რომ კათოლიკოს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩამოვიდეს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიაში ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში ორშაბათს ჩაუტარდა.
იხილეთ: როდის გაწერენ პატრიარქს კლინიკიდან? - ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და განწყობაზე ექიმი საუბრობსროგორ გამოიყურება პატრიარქი ოპერაციის შემდეგ - პირველი ფოტოები ბერლინიდან