ტურინში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გერმანელ, დანიელ, და სერბ კოლეგებთან გამართა. აუდიენციის დროს, ხაზი გაესვა მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. მინისტრებმა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ, ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და მის შემდგომ პროცედურებზე ისაუბრეს., ხაზი გაესვა სამივე ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის აუცილებლობას.