საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა – „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეყრდნობა, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია “დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან.