ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 3 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გაიხსნა. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაიწყო. რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი. მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები.