აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. კერძოდ, ალიევის განცხადებით, მან 12 ივლისს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ადგილზე პოვნა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა.
ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.