აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის.
"დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს არჩევნებს. ზოგი ამბობს, რომ ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეუთოს ანგარიში რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია, წელს ცოტა უფრო ობიექტური იყო, ვიდრე წინა წლებში", - განაცხადა ალიევმა. აღსანიშნავია, რომ ეუთომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანში გამართული საპარლამენტო არჩევნები კრიტიკულად შეაფასეს. მათი თქმით, შეზღუდულმა კანონმდებლობამ და პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუშალა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯანსაღ კონკურენციას.
შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში კვირას, 9 თებერვალს გაიმართა. ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა, ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ მოიპოვა.