აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მისმა მთავრობამ უკვე დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„მას შემდეგ, რაც ტერიტორიები დავიბრუნეთ, სადაც კარგი ნიადაგია სხვადასხვა პროდუქციის მოსაყვანად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაშენებლად, რა თქმა უნდა, ჩვენს სოფლის მეურნეობას ახალი სტიმული ექნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი სამომავლო სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei- სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპაციისგან აზერბაიჯანის ყველა რეგიონი უნდა გათავისუფლდეს