თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი არის თანამშრომლობის ახალი ფორმატი რეგიონში. ყოველთვის გვსურდა, რომ თურქეთსა და რუსეთს თანაბარი როლი ეთამაშათ სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და ჩვენ ამას მივაღწიეთ, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცენტრი რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს.
“რადგან უკვე არსებობს გრაფიკი სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩვენი მიწებიდან გაყვანის შესახებ. ამ თვის ბოლოს მათ უნდა დატოვონ ყველა ჩვენი ტერიტორია, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, ამ ცენტრის მოკლე დროში დაარსება დიდი სარგებლის მომტანია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.