სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით, ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებებისა და ტრაგედიებისგან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე გაანცხადა.
მისივე თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია.
„ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე ვერ გვამარცხებენ და ამის მიღწევას მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით ცდილობენ. განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებებისა და ტრაგედიებისგან,” - აღნიშნა ალიევმა.