"მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას ჩვენი ხალხების სასარგებლოდ", - ასე მიულიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ილჰამ ალიევმა იმ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.