დედაქალაქის მერიას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
როგორც "პალიტრანიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, გაიმართება თუ არა 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ან მოეწყობა თუ არა გასული წლების მსგავსად, საშობაო სოფელი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. მეორე მხრივ, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.