იკერ კასილიასმა პირველ მაისს "პორტუს" ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.ესპანელი კარდიოლოგის, ხუან ანტონიო კორბალანის განცხადებით, იკერი ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებს, თუმცა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. 37 წლის იკერ კასილიასს კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის "რეალში" აქვს გატარებული, ბოლო წლებში კი "პორტუს" ღირსებას იცავს.