"იქაურია მამაო, თავის მიწის გვერდზე იდგა, უნდა გავიდე და ჩემს მიწას ვაკოცოო" - როდის გაათავისუფლებს ქართველ სასულიერო პირს საოკუპაციო რეჟიმი? - Palitra News

"იქაურია მამაო, თავის მიწის გვერდზე იდგა, უნდა გავიდე და ჩემს მიწას ვაკოცოო" - როდის გაათავისუფლებს ქართველ სასულიერო პირს საოკუპაციო რეჟიმი?

2019-02-05 18:29:44+04:00

სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებულ სასულიერო პირს ცხინვალი ჯერ არ დაუტოვებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამა დავით დურგლიშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დღეს დატოვებს. ანალოგიური ინფორმაცია აქვთ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაშიც. მამა დავითის ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიას სავარაუდოდ დღის ბოლომდე დატოვებს.