12 საუკუნის წინათ, იქ სადაც ახლა გერმანიის დედაქალაქი ბერლინი მდებარეობს, 2 პატარა დასახლება იყო. მოგვიანებით მათ ბერლინის სახელი მიიღეს. ბერლინმა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმოქმნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გერმანიის დედაქალაქს დრამატული ბედი ხვდა წილად. რამდენიმე ათწლეული ცხოვრობდა 2 ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური სისტემის საზღვარზე. მის სხეულზე ალბათ ძნელად შეხორცდება ჭრილობა, რაც ბერლინის კედელმა დატოვა.