"იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი" - რას ავალებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს ფარული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს - Palitra News

"იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი" - რას ავალებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს ფარული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს

2019-05-07 17:04:39+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერს ავრცელებს.ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

იხილეთ:

"ეგ აზრები "ვაფშე" თავიდან მოიშორე, ტელეფონში არაფერი არ დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს" - მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილთან საუბრის სრული ჩანაწერი