საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.