Institute of International Finance-ის (IIF) მონაცემებით, მეორე კვარტალში გლობალური ვალი ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე, 300 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დავალიანება, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად შემცირდა. ამის მიზეზად IIF ეკონომიკური ზრდის აღდგენას ასახელებს. საერთაშორისო ფინანსების ინტიტუტის მონაცემებს Reuters-ი ავრცელებს.
მთლიანი ვალის დონე, რომელიც სამთავრობო, საოჯახო, კორპორატიულ და საბანკო დავალიანებებს მოიცავს, პირველი კვარტლის უმნიშვნელო კლების შემდეგ, ისევ 4 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ივნისის ბოლოსთვის 296 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს პანდემიამდელ დონესთან შედარებით, 36 ტრილიონი დოლარით მეტია.