მმართველ გუნდში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უახლოეს პერიოდში პრემიერ მინისტრის შეცვლა იგეგმება.
როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერია. მისივე შეფასებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური სპეკულაციაა, რომლის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან.
თავის მხრივ ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერ მინისტრი, ვინაიდან ხელისუფლებას არა ის არამედ ბიძინა ივანიშვილი მართავს.