მთავრობა საქართველოს რკინგზის აქციების ნაწილის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბლუმბერგთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ქობულიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიის წილების გარკვეული პროცენტის შეინარჩუნებას აპირებს. მოგვიანებით, ქართულ მედიასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზის შესაძლო პრივატიზება გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიაში მხოლოდ რეორგანიზაცია იგეგმებარკინიგზის შესაძლო პრივატიზების თემას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებლის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა მცირდება და კომპანია მოგებაზე ვერ გადის. შესაბამისად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს რკინიგზით მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების მქონე ქვეყანა შეიძლება დაინტერესდეს. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც რკინიგზის რეფორმირებისა და დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. სპეციალისტების განმარტებით კერძო პირებზე მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის, მათ შორის სავაგონე სისტემის გასხვისებააა შესაძლებელი.