ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გახანგრძლივებულია ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა.