იეზიდი აქტივისტი ნადია მურადი მშვიდობის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიით საავადმყოფოს ააშენებს. ამის შესახებ ადამიანის უფლებადამცველმა და ნობელიანტმა, პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდეგ ერაყში, მშობლიურ ქალაქ სინჯარში ყოფნისას განაცხადა. როგორც მან ასეულობით თანამოქალაქეს განუცხადა, მის მიერ აშენებული საავადმყოფო, ძირითადად, ქვრივებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. ნადია მურადი ერთ-ერთია იმ 7 000 ქალიდან, რომლებიც 2014 წელს ერაყის აღმოსავლეთით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დაატყვევეს. სამთვიანი წამების, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შემდეგ მურადმა გაქცევა მოახერხა და გერმანიაში ჩავიდა. მას შემდეგ ნადია მურადი ძალადობის წინააღმდეგ და ქალათა უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის.