22:00
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
იერუსალიმში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
15-04-2017

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები. 2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აფრთილებს, რომ მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები კი, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100

AutoPlay
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მის მხარდამჭერებს არ ეძლევათ
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის დერეფნის გზის საძირკველი ჩაყარეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მსოფლიო ტურიზმის სამიტზე მარიამ ქვრივიშვილმა "განახლებული რეგიონების" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები