საქართველოში მყოფი ნატოს გენერალური მდივანი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა ამ წუთებში საქართველოს პრემიერთან იწყება, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. იენს სტოლტენბერგი პრემიერთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც დაესწრება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობენ.ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად თბილისში იმყოფება ჯეიმს აპატურაიც. სტუმრები თბილისს დღის ბოლოს დატოვებენ.