"ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები მხოლოდ ნატოს და საქართველოს გადასაწყვეტია და სხვა მხარე ამ პროცესში ვერ ჩაერევა.საქართველოს პრემიერთან ერტობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ასევე საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა.