ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ნატოს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ რუსეთმა სასწრაფო წესით უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო მობილიზაცია უნდა შეწყვიტოს. ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. იენს სტოლტენბერგი ოკუპანტ ქვეყანას მიმართავს ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. გერმანიის კანცლერს კი მოლოდინი აქვს, რომ ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის საზღვარზე სიტუაციას შეამსუბუქებს ჯარების რაოდენობის შემცირებით.