მადრიდში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში 29 ივნისს 30 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთს შეხვდებიან. სამიტს მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალურმა მდივანმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. ევროპელი ლიდერების შეკრება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამიტამდე კი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აანონსებს.