ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
"ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო", - განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა "1+1"-თან ინტერვიუში. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დაეხმარება კიევს გააძლიეროს რეფორმები, რათა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.
შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.