იძულებული ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცროთ - ჰასან რუჰანი - Palitra News

იძულებული ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცროთ - ჰასან რუჰანი

2020-09-26 15:21:58+04:00

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის პროვინციების შესაბამის სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისა და 1-კვირიანი კარანტინის დაწესების უფლება მისცა. „იძულებულები ვართ, რეგულაციები და ზედამხედველობა გავამკაცროთ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. 25 სექტემბრის მონაცემებით, ირანში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 439 882-ს მიაღწია.