"ქრისტინი" - წიგნის ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, პირველი გამოცემა დაიბეჭდა 1983 წელს. დღემდე გამოცემულია 27 ქვეყანაში, ნათარგმნია 20 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟი სახელად ქრისტინი, მანქანაა, რომელშიც ბოროტი, მოხუცი ქალის სულია ჩასახლებული. მას სძულს ყველა და ყველაფერი, გარდა საკუთარი პატრონისა. მანქანას თავდავიწყებით შეიყვარებს 17 წლის არნი კანინგემი. ქრისტინი იდუმალებით მოცული ნაწარმოებია, არაორდინალური გმირებით.