იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მოსკოვმა ანკარა ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფებები იდლიბში თურქეთის პოზიციებზე არიან განლაგებულნი, საიდანაც რუსეთის საჰაერო ბაზაზე თავდასხმები ხორციელდება.
შეგახსენებთ, სირიის კონფლიქტში რუსეთი მხარს სირიის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი სირიის ოპოზიციას. "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთის პირისპირ იდლიბის პროვინციაში აღმოჩნდნენ, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
კონფლიქტის გამო იდლიბის პროვინცია 1 მილიონა ადამიანმა დატოვა.