ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადც, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდება.
კვლევის თანახმად, 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 48 უწყებამ გასცა.
ამასთან, მრჩევლების CV-ების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად გამოიყენება.
2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.