01:43
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"იდეალური უცნობები" - ფილმი, რომელმაც მაყურებლის სიმპათიასთან ერთად იტალიური კინოაკადემიის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
07-07-2021

მართალია, ტრაგიკომედიაში "იდეალური ნაცნობები" მოქმედება ერთ ოთახში, მწირი დეკორაციის ფონზე მხოლოდ რვა პერსონაჟის მონაწილეობით ვითარდება, მაგრამ გონებამახვილური ხუმრობებით, სახალისო დიალოგებითა და სიუჟეტის მუდმივი დრამატიზირებით პაოლო ჯენოვეზემ მაინც შეძლო დინამიური, საოცრად ემოციური ფილმის შექმნა, რომელმაც მაყურებლის სიმპათიასთან ერთად იტალიური კინოაკადემიის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.

ხმაურიანი კომპანია ვახშამს აწყობს, რათა იშვიათ ბუნებრივ მოვლენას – მთვარის დაბნელებას დააკვირდეს და ხალისიანად გაატაროს საღამო. მეგობრები მანამდე ხუმრობენ, იხსენებენ ძველ ისტორიებს და საერთო ნაცნობებს, სანამ წვეულების მასპინძელი თანამედროვე საზოგადოების ფარისევლობაზე, სიყალბეზე არ ჩამოაგდებს საუბარს და სტუმრებს დამაინტრიგებელ თამაშს - სატელეფონო ზარზე ხმამაღლა პასუხს შეტყობინებების კი საჯაროდ, ყველას გასაგონად წაკითხვას არ შესთავაზებს.

მობილურმა ტელეფონმა დიდი ხანია დაკარგა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალების ფუნქცია და მფლობელის ერთგვარ მესაიდუმლედ ქცეულმა მთელი მისი ცხოვრება დაიტია მრავალრიცხოვანი ნაცნობებით, ფარული ზრახვებით და საიდუმლოებებით, ვერ განხორციელებული იდეებითა და სანუკვარი ოცნებებით. "ჩვენი ტელეფონი – "ჩვენი შავი ყუთია", ამბობს ერთ–ერთი პერსონაჟი, რომელიც თითქოს წიანასწარმეტყველებს კატასტროფას და სხვების მსგავსად უხალისოდ ერთვება თამაშში. მართალია, მეგობრები დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და თითქოს დასამალიც არაფერი აქვთ, მაგრამ პროვოკაციულ თამაშს მაინც ყველა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან არც საკუთარი თავის გამოაშკარავებას ჩქარობს არავინ, არც საიდუმლოს გამხელას.

 

 

AutoPlay
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომელმაც 3 „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა, ნამდვილი შედევრი გახდა და ათწლეულების მანძილზე საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს
24-09-2021
"მულენ რუჟი" - ცნობილი ოპერების - "ტრავიატას", "ორფეოსის და ევრიდიკას", "ბოჰემასა" და "პარიზის ცხოვრების" მოტივებზე შეიქმნილი ფილმი
17-09-2021
"ფორესტ გამპი" - თანამედროვე ამერიკული კინოს შედევრად ქცეული ფილმი, რომელმაც "ოსკარის" ექვსი პრემია დაიმსახურა
07-09-2021
Pretty Woman - ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია
29-07-2021
"ზოდიაქო" - ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი არა უბრალოდ შეშლილი მანიაკი, არამედ შიფრისა და კრიპტოგრამის გენიოსია
22-07-2021
"ლა-ლა ლენდი" - ფილმი, რომელიც პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად იქცა
15-07-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები