ბრიტანულმა კომპანიამ Cadbury ტკბილეულის მოყვარული მოქალაქეების ოცნება რეალობად აქცია. ის შოკოლადის პროფესიონალ დეგუსტატორებს ეძებს. Cadbury-ის სურს ახალი პროდუქცია ახალმა თანამშრომლებმა იქამდე გასინჯონ, სანამ ის 150 ქვეყნის მაღაზიებში გამოჩნდება. ასანიშნავი,რომ სამუშაო განაკვეთი კვირაში მაქსიმუმ 8 საათს მოიცავს. კომპანია ტკბილეულობის გასინჯვაში საათში $14-ს გადაიხდის.