სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ( ICAO) 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით მსოფლიოში ფრენების მკვეთრი შემცირების გამო მგზავრთნაკადის მილიარდ 200 მილიონი ადამიანით კლებას პროგნოზირებს.
ამასთან, ორგანიზაციის ანალიტიკოსების აზრით, თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით საერთაშორისო გამტარუნარიანობა შეიძლება 2/3-ით შემცირდეს. შედეგად, შემოსავლის კლება იანვრიდან სექტემბრამდე 160-დან 253 მილიარდ დოლარამდე იქნება.
ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ კომპანიები ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველაზე მეტ ზარალს განიცდიან. უფრო მეტიც, სამგზავრო ტრაფიკი ყველაზე მეტად დაეცემა იმ ქვეყნებში, სადაც ზაფხულში ტრადიციულად ყველაზე მეტი ადამიანი მოგზაურობს.