იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძის განცხადებით დღეებისა და კვირების დინამიკით გრიპის შემთხვევები კლებადია. მან ისაუბრა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით მიმართვიანობის სტატისტიკაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს. თუმცა ჩხაიძე ასევე ღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრად გაზრდილია. გასულ წელს ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა A გრიპის არ ყოფილა. წელს კი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა A გრიპის ვირუსის უკვე 52-ია.