იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ მარტის თვეში რესპირაციული ვირუსების მცირე მატება აღინიშნოს.
ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპი და გრიპის მაგვარი ვირუსის გავრცელების მეორე პიკი აღინიშნება თებერვლის ბოლოს, მარტის განმავლობაში.
მისი ინფორმაციით ქვეყანაში გრიპის პიკი ორჯერ ფიქსირდება ყველაზე მაღალი დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისში და მეორე შედარებით უფრო დაბალი პიკი თებერვლის ბოლოსა და მარტის განმავლობაში აღინიშნება.