იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია. ასევე მან აღნიშნა რომ დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა იყო სტაბილური, მათგან მხოლოდ ორს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა, ისინი შეფასებულები იყვნენ როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები და ამჯერად ყველა მატგანი უკვე გაწერილია.