ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის განცხადებით, ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის დროს გამოყენებულ ცეცხლსასროლ იარაღზე იმ მეფეებისა და და მხედარმთავრების სახელებია დაწერილი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დავით აღმაშენებელს, როგორც დავით სოსლანს, დიდი წვლილი მიუძღვით დამპყრობლების წინააღმდეგ.