დასავლურმა არტილერიამ - იარაღმა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, ძალიან მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისი სიზუსტე ზუსტად ისეთია, როგორც საჭიროა. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირაში მხოლოდ გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთისგან მიწოდებული არტილერიით უკრაინელი დამცველები შესამჩნევ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტების ლოგისტიკისათვის მნიშვნელოვან საწყობებსა და სხვა ადგილებს და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს