იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა შესული. ბანძუკეში მცირე წინსვლა განიცადა ოძეკი ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძემ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადმოინაცვლა და პირველად კარიერაში, აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს. ამის მიზეზი იოკოძუნა კისენოსატოს ინტაია. მიუხედავად მინიმალური კაჩი კოშისა, ჯურიოს დივიზიონში გაგამარუ მთელი 6 საფეხურით იქნა დაწინაურებული და აღმოსავლეთის მე-8 ნომრის სტატუსი მოიგო. შეგახსენებთ, რომ უახლოესი ჰარუ ბაშო, სტარტს 10 მარტს აიღებს. მას ქალაქი ოსაკა უმასპინძლებს.