იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო კორპორაცია Seven&i Holdings ამერიკული კომპანია Speedway-ს 21 მილიარდ დოლარად შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იაპონური ჰოლდინგი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Speedway ამერიკის მასშტაბით ფლობს მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. ამასთან Seven&i Holdings-ი ასევე გახლავთ ამერიკული, მსოფლიოში უმსხვილესი მაღაზიების ქსელის 7-Eleven-ის მფლობელი.
2017 წელს კი Seven&i Holdings-მა 3 მილიარდ 300 მილიონ დოლარად ამერიკული ქსელის Sunoco-ს ათასზე მეტი მაღაზია შეიძინა.