გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და ქართულ-იაპონური ღვინის ასოციაციის შესაძლო დაფუძნების საკითხზე იმსჯელეს.
იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თბილისსა და კახეთის რეგიონში გაეცნობიან და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახის ქართული ღვინოს, რათა ქართული ღვინის იაპონიაში ექსპორტი მასშტაბურად მოხდეს