ჩრდილოეთ კორეა იაპონიისგან ომის დროს ჩადენილი დანაშაულების კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის მეთაურმა, სამხრეთ კორეაში გაამართული აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე განაცხადა. რი იონ ჰიოკმა იაპონიას მეორე მსოფლიო ომის და სხვა სამხედრო კონფლიქტების დროს ჩადენილი დანაშულის აღიარებისკენ მოუწოდა. "იაპონიის ხელისუფლება წარსული დანაშულის აღიარებას თავს არიდებს. ჩვენ, კორეელი ხალხი, იაპონიისგან გულწრფელ აღიარებას, ბოდიშს და შესაბამის კომპენსაციას მოვითხოვთ", - განაცხადა რიმ. ოფიციალურ ტოკიოსა და ფხენიანს შორის ურთიერთბები ჩრდილო კორეელი აგენტების მიერ იაპონეიიდან ადამინების გატაცებასთან დაკავშირებით დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, 1977-1983 წლებში კორეელებმა იაპონელი მოქალაქეები გაიტაცეს და საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. იაპონიის მთავრობა მხოლოდ 17 შემთხვევას ადასტურებს. ჩრდილოეთ კორეა კი 13 ადამიანის გატაცებას აღიარებს. არაოფიციალური ინფორმაციით გატაცებული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.